“პრემიერ კვირიკაშვილის პირველი “პოლიტიკური თოხანი”!

ჯუმბერ კირვალიძე

პოლიტოლოგი

საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს და ქვეყნის პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს, პირველი “პოლიტიკური თოხანი” მოუვიდა, როდესაც ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით განაცხადა – “ლარის გაუფასურება დადებითი პროცესით არის განპირობებული-ო”!

დიახ, ბანკირს და ფინანსისტ-ეკონომისტს, დიდი ალბათობით ასეთი პოლიტიკური შეცდომა შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ, როცა ქვეყნის პრემიერმინისტრი ხარ და უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობა გიკავია, სანამ პროფესიულ ექსპერტულ შეფასებას გააკეთებ, თუნდაც მართებულს, კარაგად უნდა დაფიქრდე იმაზე თუ როგორი პოლიტიკური რეზონანსი ექნება შენს ნათქვამს ქვეყნის მოსახლეობაში, რომელსაც ყოველდღიურად, უმძიმესი სოციალური მდგომარეობის პირობებში უწევს ცხოვრება!..

P.S. ქალაქური ლექსიკონიდან, – “კოჭაობა”. კოჭი, ან “ალჩუ” დაჯდება ან “თოხანი”. იგივე მნიშვნელობისაა, რაც რუსული გამოთქმა ფულის მონეტაზე – “არიოლ და რეშკა”. (ალჩუ – არიოლი, რეშკა – თოხანი)!

კომენტარის დატოვება