პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად 5 პირი დააკავეს

პანკისის ხეობის ორ სოფელში, დუისსა და ქორეთში სპეცოპერაციის შედეგად ხუთი პირი დააკავეს. სოფელ ქორეთში სამი, ხოლო სოფელ დუისში ორი პირია დაკავებული.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე მუხლით, რაც ტერორისტული ორგანიზაციის წევრობას, ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობას, ტერორისტული ორგანიზაციის შექმნას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს.