თამარ კორძაია – არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს პრეზიდენტს, მე რომ პრეზიდენტი ვიყო, არჩევნებს გადავდებდი

ოპოზიციონერი დეპუტატის თამარ კორძაიას განცხადებით, არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, რომელმაც არჩევნების თარიღი დანიშნა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ადგილას არჩევნების გადადების გადაწყვეტილებას მიიღებდა.

„არჩევნების თარიღი დანიშნა საქართველოს პრეზიდენტმა და გამოაქვეყნა თავისი გადაწყვეტილება 2 აგვისტოს. არჩევნების გადადების უფლებამოსილება აქვს საქართველოს პრეზიდენტს და ასეთი ტიპის განცხადებებს ჰყავს პირდაპირი ადრესატი პრეზიდენტის სახით. მე რომ ვიყო საქართველოს პრეზიდენტი, მივიღებდი გადაწყვეტილებას და არჩევნებს გადავდებდი, მაგრამ მე საქართველოს პრეზიდენტი არ ვარ.

,,ქართულ ოცნებაში” წარმოგვიდგინონ პასუხები, როგორ აპირებენ პანდემიის მართვას არჩევნებამდე. როგორ აპირებენ პასუხების გაცემას იმ ადამიანებისთვის, იმ ოჯახებისთვის, რომლებიც გარდაიცვალნენ წინა დღეებში. ვის რა ელოდება, ჯერ კიდევ არავინ იცის. ამიტომ ოპოზიციისკენ ხელების გაშვერას სჯობს, საკუთარ ვალდებულებებზე ისაუბრონ“, – განაცხადა თამარ კორძაიამ.