საქართველოში კორონავირუსის 4 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 79 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 43 653 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 534 კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 119 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 128 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 532 171-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 25 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.46%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 10.77% ხოლო 7 დღის მანძილზე – 10.51%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 5 611 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 468 917.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 79 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 7 028 პირი ემსხვერპლა.