„ვხედავ, რომ ყველა ერთნაირია, ყველა უსაქმურობის ჭაობში არიან და ეს სიამოვნებთ!’

მიხეილ მუმლაძე
 „ჩვენი საქართველო“-ს ლიდერი

10423696_891647220878197_1035345336290510665_n

რას საქმიანობენ თბილისის მოსწავლეთა სასახლის დირექტორები?

ალბათ 30 წელია სახელოვანი თბილისის მოსწავლეთა სასახელე თბილისში და საქართველოში ძირითადად „გაურკვევლობის“ ცენტრად იქცა. შეიძლება რაღაცას საქმიანობენ, რაღაცას თვლიან რომ მუშაობენ, მაგრამ აბა გაიხსენეთ როგორი ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ჰყავდათ „მზიური“, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში და ევროპაში ერთ-ერთი საჩვენებელი და ძალზე პოპულარული იყო.

გოგონების ანსამბლ „მზიურის“ ზოგიერთი წევრი ქართული და რუსული ესტრადის დღესაც მოქმედი ვარსკვლავია. როგორი ბრწყინვალე ბავშვთა საჭადრაკო სკოლა ჰქონდა მოსწავლეთა სასახლეს, რომელმაც ძალიან ბევრი საქართველოს, საბჭოთა კავშირის, ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონები აღზარდა.
მოსწავლეთა სასახლეს ჰქონდა შესანიშნავი მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ანსამბლები, კინოსტუდია, სამხატვრო სკოლა და მრავალი სხვადასხვა გაერთიანება, მაგრამ ალბათ ბოლო 30 წელია ძალზე დიდი ჩავარდნა აქვთ.

მე წარმოდგენა არ მაქვს ბოლო 30 წლის მანძილზე ვინ ჰყავთ დირექტორად მოსწავლეთა სასახლეში ან 30 წლის მანძილზე ერთია თუ 7 გამოიცვალეს, მაგრამ ვხედავ რომ ყველა ერთნაირია, ყველა უსაქმურობის ჭაობში არიან ამდენი ხნის მანძილზე და სიამოვნებთ ჭაობში ყოფნა.

მოსწავლეთა სასახლეს ერთ მხარეს საქართველოს პარლამენტი ესაზღვრება, მეორე მხარეს რუსთაველის გამზირი და მესამე მხარეს მთავრობის კანცელარია, გრიბოედოვის სახელობის და თავისუფალი თეატრები. მოსწავლეთა სასახლეს დიდი ეზო აქვს, რომელიც ძირითადად მოუვლელია. სასახლის დირექციამ მთავრობის კანცელარიასა და თავისუფალი თეატრის მხარეს ღობესთან უბანში არსებული უპატრონო კატების ღია თავშესაფარი გახსნა, სადაც გამვლელ-გამომვლელი ხალხი მათ საკვებს უზიდავს.

დირექციამ მთავრობის კანცელარიასა და თავისუფალი თეატრის მხარეს, ღობეზე გარე მოვაჭრეებიც დააყენა და სხვადასხვა საქონლით ავაჭრებენ. სასახლის ეზოში არის ტერიტორია სადაც შეიძლება ამ უპატრონო კატებისთვის პატარა თბილი საცხოვრებელი მოეწყოს და შემდეგ შეიძლება უპატრონო ძაღლებიც ახლოს მოათავსონ, ისინი ხომ ძალზე ბევრია მთაწმინდაზე და მთელ თბილისში. ამის შემდეგ ალბათ განათლების მინისტრი ჯეჯელავა ძალზე დააფასებს მოსწავლეთა სასახლის დირექციის მუშაობას.

P.S უპატრონო კატებისა და ძაღლების მოვლით ალბათ თვითონაც დასაქმდებიან და თან კონკურენციას გაუწევენ საქართველოს ბუნების დაცვის სამინისტროს და კადრებსაც აღუზრდიან.

კომენტარის დატოვება