ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკების საქმეზე, პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა – ირაკლი ლატარია

ექსპერტ ირაკლი ლატარიას განაცხადებით, “ნაციონალური მოძრაობაში“ დიდი არეულობაა, რადგან როგორც ლატარია იუწყება პარტიიდან დიდი თანხა დაიკარგა. ამის შესახებ იგი სოფიალურ ქსელში წერს.

“დიდი არეულობაა ნაციონალურ მოძრაობაში. ჩემს ხელთ არსებული უტყუარი ინფორმაციის თანახმად, ხატია დეკანოიძის შვილმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია ნარკოტიკების საქმეზე, პარტიის კუთვნილი დიდძალი თანხა მოიპარა.

ახლა ნაცმოძრაობის ლიდერები დეკანოიძეს, ხოლო დეკანოიძე თავის შვილს კატეგორიულად სთხოვს ამ თანხის უკან დაბრუნებას, რაც თავადაც ხვდებით, როგორი საქმეა ახლა ნაცებისთვის და განსაკუთრებით მელიასთვის ყველა კაპიკს აქვს მნიშვნელობა, რადგან სააკაშვილმა მას ფინანსური წყაროები გადაუკეტა, ამიტომ რთულად წარმოსადგენია, რომ დეკანოიძის ვაჟს პარტიის ფულის აწაპვნა შეარჩინონ,” – წერს ექსპერტი facebook – ზე.