გიორგი გახარია თბილისის მერობისთვის იბრძოლებს

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გახარია იქნება. ამის შესახებ გიორგი გახარიამ დღევანდელ პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ვაცხადებთ სრულ მობილიზებას და ვამბობთ, თბილისიდან დაწყებული საქართველოს თითოეულ პუნქტში ვობრძოლებთ ბოლომდე ღირსეულად, კეთილსინდისიერად. მინდა, თითოეულ ჩემს თანაგუნდელს მივამრთო, სიმართლე ერთია და არ არსებობს სხვა სიმართლე. სახელმწიფო, რომელიც მართულია „ქართული ოცნების“ ბოსებით, ძალადობის საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებმაც გამოხატეს თავისი მოსაზრება.

მინდა, ჩემს ყოფილ თანაგუნდელევს ვუთხრა, დღეიდან თქვენ საქმე გექნებათ ჩემთან, სოლიდარობის მიზნით, თითოეული ჩვენი მერობის კანდიდატის მიმართ, რომელთაც მძიმე პირობებში უწევს ბრძოლა, მე ერთი, ცალკე აღებული საქართველოს მოქალაქე და თბილისელი, ყველანაირი პოლიტკური კეკლუცობის გარეშე ვაცხადებ, რომ თქვენთან ერთად ვერთვები თბილისის მერობისთვის ბრძოლაში“, – განაცხადა გახარიამ.