ახალი რეკომენდაციით, ხალხმრავალ ადგილებში მშობლებმა ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება უნდა უზრუნველყონ – მაია ჩხაიძე

ბავშვების ინფიცირების წყარო, ძირითადად ოჯახის უფროსი წევრები არიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, სწორედ ზრდასრულებმა დაიცვან რეკომენდაციები და აქტიურად ჩაერთონ ვაქცინაციაში, რათა დაიცვან საკუთარი და ბავშვების ჯანმრთელობა, – ამის შესახებ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ „იმედის“  ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ხალხმრავალ ადგილებში მშობლებმა ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება უნდა უზრუნველყონ.

„ამერიკის პედიატრთა აკადემიამ ნიღბის ტარებასთან დაკავშირებით რეკომენდაცია შეცვალა, ახალი რეკომენდაციით, მიზანშეწონილია, ხალხმრავალ ადგილებში მშობლებმა უზრუნველყონ ორი წლიდან ბავშვებში პირბადის გამოყენება. ბავშვებს ბაღშიც კი უნდა ეკეთოთ პირბადე. იქნებ, ამ რეკომენდაციებით და უფროსების აცრით გადავარჩინოთ ბავშვები ინფიცირებისგან“, – განაცხადა მაია ჩხაიძემ.