თემურ ტოლომაშვილი – პილოტი, რომელმაც დღეს 180 მგზავრის სიცოცხლე გადაარჩინა და თვითმფირნავი უსაფრთხოდ დასვა

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „ჯორჯიან ეარვეისის” კუთვნილი თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა. ბორტზე 180 მგზავრი იმყოფებოდა.

თბილისი-ვენის მიმართულებით რეისის პილოტი თემურ ტოლომაშვილი ხელმძღვანელობდა და ის გახლავთ ადამიანი, რომელმაც 180 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და თვითმფრინავი უსაფრთხოდ დასვა,

„ჯორჯიან ეარვეისის“ გენერალური დირექტორის, რომან ბოკერიას განცხადებით, აფრენის დროს თვითმფირნავს შასი არ დაიხურა, რის გამოც პილოტმა მიიღო შესაბამისი, სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან აერპორტში.

რომან ბოკერიას ინფორმაციით, ყველა მგზავრი უსაფრთხოდაა და გადაყვანილი არიან მოსაცდელ ტერმინალში.

მისივე თქმით, ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და თბილისი-ვენის მიმართულებით რეისი განხორციელდება.

„ჯორჯიან ეარვეისის“ რეისი თბილისი-ვენა დღეს ხორციელდებოდა ჩვეულებრივ, მაგრამ აფრენის შემდეგ საბორტო კომპიუტერმა პილოტებს მისცა სიგნალი, რომ შასი არ დაიხურა.

შასი არის ბორბალი, რომელიც თვითმფრინავს აქვს, ის არ დაიხურა, არ შევიდა შიგნით. შესაბამისად, პილოტმა წესის და კანონის, ჩვენი დებულების შესაბამისად, მიიღო ძალიან სწორი გადაწყვეტილება, დამჯდარიყო უკან, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, გამოეძახა ჯგუფი, შეეფასებინა ხარვეზი, გამოესწორებინა ხარვეზი და შემდგომ შეფასების შემდეგ განეხორციელებინა ეს რეისი.

იქედან გამომდინარე, რომ ბორტი იყო სავსე საავიაციო საწვავით, საჭირო იყო ამ საწვავის დაწვა, რადგან სავსე ბაკით შეუძლებელია თვითმფრინავის დაშვება, 6 ტონა დაწვა, მეთაურმა მაღალპროფესიონალურად განახორციელა თვითმფრინავის დაშვება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყველანაირი რეგულაციების დაცით.

ყველა მგზავრი არის უსაფრთხოდ, ისინი გადაყვანილი არიან მოსაცდელ ტერმინალში, განხორციელდა თვითმფრინავის შემოწმება, ხარვეზი იყო ძალიან უმნიშვნელო. არ დაიხურა საში, ხარვეზი გამოსწორებულია, თვითმფრინავი მზადდება და რეისი თბილისი-ვენა განხორციელდება“, – განაცხადა რომან ბოკერიამ.