იაგო ხვიჩია – „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, მისი ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა

გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, – ამის შეესახებ „გირჩის“ წევრმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი საქართველოში ჩამოვა თუ არა, ამ თემაზე გუშინ „ნაციონალური მოძრაობიდან“ არავინ დამენიძლავა. ე.ი. მისი ქვეყანაში ჩამოსვლის გულწრფელად არავის სჯერა, თორე, თუ რომელიმეს ჰკითხავთ, შეიძლებ, ზოგი მის ჩამოსვლას უშვებდეს. მთავარია, ფულს რისკავენ თუ არა ამ რწმენის შესაბამისად და ფულს არ რისკავენ“, – განუცხადა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ამბობს, რომ „პირადად ჩავა ამ არჩევნებზე საქართველოში“.