გული თუ არ ჩადე საქმეში, იქ წარმატება შეუძლებელია, ამ გულს მე ჩავდებდი მერიაში – ანზორ მელია  

ზუგდიდში, ოპოზიციის გაერთიანებული მერობის კანდიდატის ანზორ მელიას განცხადებით, უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან საქმის, სიკეთის გაკეთებაში და მაშინ აღორძინდება საქართველო.

„ხალხი არ უნდა გარბოდეს უცხოეთში, არ უნდა ტოვებდეს ოჯახებს. უნდა შეიქმნას კოალიციური მთავრობა, სადაც ერთმანეთს შეეჯიბრებიან საქმის, სიკეთის გაკეთებაში და მაშინ აღორძინდება საქართველო. გული, თუ არ ჩადე საქმეში, იქ წარმატება შეუძლებელია. ამიტომ ამ გულს მე ჩავდებდი მერიაში,”- მიმართა მხარდამჭერებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” ანზორ მელიამ.