უპატრონო ნახეს და დააბრალეს – შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ოჯახის წევრი

შანაი ბრუკის მკვლელობისთვის ბრალდებული რაფაელ მურსაკულოვის ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა. მურსაკულოვის მამიდა ამბობს, რომ მის ძმიშვილს მკვლელობა დააბრალეს.

ბრუკის მკვლელობაში ბრალდებული ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მისი ძმისშვილი “ოცნების” კოორდინატორი იყო.

,,რეალური დამნაშავე დაკავებული არ ჰყავთ. ჩემი ძმისშვილი იყო “ოცნების” წევრი, აქ ჯერ საქმე არ დამთავრებულა, “ოცნებამ” უკვე განცხადება დააწერინა მივდივარო. უპატრონო ნახეს და დააბრალეს. ეს ბავშვი კაცს ვერ მოკლავდა მკვდრის ეშინია”, – თქვა მურსაკულოვის მამიდამ.

შეგახსენებთ, რომ შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა ცოტა ხნის წინ შეეფარდა.