მართლმადიდებლური სამყარო წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს

11 სექტემბერს მართლმადიდებლური სამყარო წმ. იოანე ნათლისმცემლის თავისკვეთის დღეს აღნიშნავს.მართლმადიდებელი ქრისტიანები ამ დღეს ტრადიციული მარხვით ხვდებიან, ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.

„წმ. წინასწარმეტყველს თავი გალილეის მმართველის, ჰეროდე ანტიპას ბრძანებით მოკვეთეს. მაცხოვრის წინამორბედი დაუფარავად ამხელდა მმართველს აღვირახსნილების, საკუთარი ძმის მეუღლესთან, ჰეროდეადასთან თანაცხოვრების გამო, რისთვისაც ჰეროდემ იგი საპყრობილეში დაატყვევა. წმინდანისთვის თავის მოკვეთა გალილეის მმართველს ჰეროდეადას ქალიშვილმა, სალომეამ დედის ჩაგონებით სთხოვა“, – ნათქვამია რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციაში.