მე ყველას ვურჩევდი – ნაკლები ყურადღება სააკაშვილს, მეტი ყურადღება ხელისუფლების ცვლილებებს – გიორგი ვაშაძე

მე ყველას ვურჩევდი – ნაკლები ყურადღება სააკაშვილზე, მეტი ყურადღება ხელისუფლების ცვლილებებს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც ვაშაძემ განმარტა, საქართველოს წარსულის უკან დაბრუნება არ სჭირდება.

„შეცვალოთ ხელისუფლება და არ მივუშვათ სააკაშვილი ხელისუფლებამდე – ესაა „მესამე ძალა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ რეალური ამოცანა. ამ შემთხვევაში ექნება საქართველოს ნათელი მომავალი. საქართველოს სჭირდება ახალი თაობის პროფესიონალი ადამიანები და არა წარსულის უკან დაბრუნება“, – განაცხადა ვაშაძემ.