ნაძალადევის რაიონში 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება

ახალ გაზსადენზე გადართვის გამო ნაძალადევის რაიონში 4000-მდე აბონენტს გაზმომარაგება დროებით შეუწყდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.

„თბილისი ენერჯი“ განცხადებით, ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, აბონენტების ახალ გაზსადენზე გადართვის გამო 16 სექტემბერს 09:00 საათზე, გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება ც. დადიანის ქ. 34-ში მდებარე კორპუსების, ც. დადიანის ქ. 106/კავთისხევის ქ. 19ა, ც. დადიანის ქ. 141, 142, 144/14, 145, 148, 152, 154, 156, 160, 193-195-197, 203, 229, 261, 263, 265-267 (ლ.დ. დეველოპმენტი”-ს, შპს ,,კომფორტ პლიუსის”, შპს ,,მოდერნ დეველოპმენტის”, შპს ,,თბილისი გეით ინვესთმენტ ენდ თრეიდინგ კო”-ს, შპს ,,ლივინის” საცხოვრებელი კორპუსები), 271-273-281, ზესტაფონის ქ. 1, 3, ჭოლა ლომთათიძის I შეს. 5, ჭოლა ლომთათიძის ჩიხი # 8, ე. მანჯგალაძის ქ. 81/ხევსურეთის ქ. 17, გ. სააკაძის/ცინცაძის ქ. 61/1, ჭყონდიდელის ქ. 10, 20, 20-2, ჭყონდიდელის ქ. 22 (შპს ,,სამშენებლო კომპანიის”, შპს ,,ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსები), ჭიჭიკო ბენდელიანის ქ. 1ა, 1ბ, 12ა, 12ბ-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, კავთისხევის, ცისარტყელას, ჭიჭინაძის, ლეჩხუმის, მახინჯაურის, სვანეთის, ხევსურეთის, ც. დადიანის ქ. (86-დან 132-ის ჩათვლით), ც. დადიანის ქ. 87ა, 87-1, 87-2, 103, 105, 107, 109, დეპოს, საყვირის, ხრესილის, მრევლიშვილის, ჭყონდიდელის, ზესტაფონის შესახვევის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე გაზმომარაგება შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ მსხვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: შპს ,,პირველი სამედიცინო ცენტრი”, ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევიის პოლიციის მე-9 განყოფილება, მიმდებარედ ი/მ შავთვალიშვილი, შპს ,,ხვასტაგი”, 160-ე საჯარო სკოლა, ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხანა, ქავთარაძის ქუჩაზე – სს ,,ნიკორა”, შპს ,,ოაზისი”, შპს ,,არბო 2009” და სხვა.

გაზმომარაგების აღდგენა დაიწყება პარასკევს, 17 სექტემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 18:00 საათზე.

გთხოვთ, უყურადღებოდ არ დატოვოთ გაზის დანადგარები. გაზის ონკანები დაკეტილ მდგომარეობაში გქონდეთ გაზმომარაგების სრულად აღდგენამდე.

„თბილისი ენერჯი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Lost Password