ნიკოლოზ კვარაცხელია, რომელიც გუშინ ვერაზე ჩაცხრილეს, გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა

გუშინ, ვერაზე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილული 22 წლის ნიკოლოზ კვარაცხელია გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მოკლული მამაკაცი ცნობილი „კანონიერი ქურდის” გია კვარაცხელიას ვაჟია.

მომხდარის მიზეზად მამის მიმართ კრიმინალურ ანგარიშსწორება განიხილება.

მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც მკვლელობის მცდელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.