ზაზა მჟავია ახლადარჩეულ პარლამენტარებს მიმართავს

ზაზა მჟავია

“პროგრესულ დემოკრატიული” მოძრაობა

წლების მანძილზე საქართველო სხვისი ქვეყნების დირექტივებით იმართება. დამოუკიდებელი აზრის, მოქმედების და სახელმწიფო მართვის სტრატეგიის არქონამ, ხელისუფლება გააზარმაცა, თითქოს დააკარგვინა უნარი შეექმნათ სახელმწიფოს მართვის საკუთრი, ეროვნულ ფასეულობებზე დაფუძნებული დოქტრინა.

გამომდინარე იქედან, რომ ქვეყნის მართვა მიმდინარეობდა სხვისი სცენარით, სუვერენიტეტიც და დამოუკიდებლობაც მოჩვენებითი და, მხოლოდ მუხლი იყო კონსტიტუციაში. ასევე, საკმაოდ კარგად გამოუვიდათ ხალხის აჟიტირება NATO–NATO -ს ძახილით და ხან ასპირანტები და კინაღამ NATO-ს აკადემიკოსებიც გავხდით და ეს იმ დროს, როცა NATO-ში მიღება კი არა, სარკმლიდან შეხედვაც ილუზია იყო საქართველოსთვი.

იგივე შემთხვევა იყო ევროკავშირთან მიმართებაშიც, საქართველოს ყოფილ და დღევანდელ პოლიტისტებლიშმენტს რომ გადავხედოთ, ამ ქვეყანას არ ჰყავს პოლიტიკოსები. პარლამენტი მილიონერთა კლუბს დაემსგავსა( ისე, ცნობისთვის, პარლამენტი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და არა სამეწარმეო კანტორა… ეს ისე… ჯერ არშეკრებილო პარლამეტნის წევრებო).

საზოგადოებისთვის ასევე არაა ცნობილი საგარეო კურსი, მეზობელ სახელმწიფოებთნ თანაცხოვრების და თუნდაც საზღვრის დემარკაციი სტრატეგიისა და საკითხების შესახებ(არც თქვენთვის არაა ცნობილი ჯერარშეკრებილებო..დარწმუნებული ვარ). ეხლა მინდა ვკითხო ჩვენს ახლადარჩეულ და ჯერ არშეკრებილ პარლამენტის წევრებს: ტრამპის გაპრეზიდენტებით რომ მსოფლიო წესრიგი იცვლება და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ლამის ეს ე. წ. გლობალიზაცია და იგივე NATO ალბათ ხვდებით?! ჰოდა, ხართ კი მზად ამ ახალი და ურთულესი გამოწვევებისთვის?!

სად ხედავთ ამ ახალ წესრიგში საქართველოს ადგილს?! ხომ არ ვკარგავთ ფუნქციას( ან გვქონდა კი როდისმე მეზღაპრე ხელისუფალთა ხელში) მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე?!

გაქვთ საშინაო და საგარეო პოლიტიკური მიმართულებები და სტრატეგია ჩამოყალიბებული?!!

გაგაჩნიათ თქვენეული ბრძნული ხედვები ყველაფერ ამასთან მიმართებაში?

გყავთ კადრები, რომ ეს ყველაფერი მართოთ?!

აბა თქვენ იცით, არ დამაღალატოთ და ვიტოვებ იმედს თქვენი შორსმჭვრეტელი პოლიტიკურ დიპლომატიური ხედვები, საქართველოს აქცევს ერთ-ერთ ძლიერ, დამოუკიდებელ და სუვერენულ სახელფწიფოდ!..”

კომენტარის დატოვება