მეგის ქარდავას ჩამოყვანა არის წინასაარჩევნო ტრიუკი – იაგო ხვიჩია

„გირჩის“ დეპუტატი, იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ ქარდავას ექსტრადირების შესაძლებლობა აქამდეც არსებობდა.

“მეგის ქარდავას ჩამოყვანა არის წინასაარჩევნო ტრიუკი. აპელირება იმაზე და ადამიანებზე მინიშნება იმისი, თუ როგორი იყო წინა ხელისუფლება, რომელიც ამ არჩევნების შედეგად არ უნდა დაბრუნდეს. ამ მესიჯის თქმა უნდოდა ხელისუფლებას.

ამის მოხერხება, თუ ეს ახლა იყო შესაძლებელი, ალბათ მანამდეც იყო შესაძლებელი, უბრალოდ, ახლა ამას სხვანაირი პოლიტიკური შინაარსი და დატვირთვა აქვს,” – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.