“საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ “ოცნება” “განაცდა” – გიორგი გახარია

“სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ “ოც­ნე­ბა” “გა­ნაც­და” – მათ სი­ტყვის ფასი მა­ში­ნაც ნული იყო და დღე­საც მათი სი­ტყვის ფასი ნუ­ლია,- ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ტი­ის „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ ლი­დე­რი გი­ორ­გი გა­ხა­რია მის მი­მართ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბებს.

რო­გორც გა­ხა­რი­ამ აღ­ნიშ­ნა, დღეს 20 ივ­ნისს და­შა­ვე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არა­ვის ახ­სოვს.

„მოქ­მე­დი პრე­მი­ე­რის ნაც­ვლად მინ­და თი­თო­ე­ულ პო­ლი­ცი­ელს, რო­მე­ლიც სა­ხელ­მწი­ფო ინ­ტე­რე­სებს და ინ­სტუ­ტუ­ტებს იცავ­და იქ, ჩვენ­თან ერ­თად, ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო და სრუ­ლი სო­ლი­და­რო­ბა გა­მო­ვუ­ცხა­დო. მინ­და ვუ­თხრა მათ, რომ მა­ში­ნაც ვი­ცავ­დით სა­ხელ­მწი­ფოს და დღე­საც გა­ვაგ­რძე­ლებთ, რად­გან ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­მაც თა­ვი­სი ჯან­მრთე­ლო­ბა შეს­წი­რა. არა­ვის აღარ ახ­სოვს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი. გუ­შინ სა­ბო­ლო­ოდ დავ­რწმუნ­დი, რომ „ოც­ნე­ბა“ „გა­ნაც­და“. მეტი არა­ფე­რი იყო ეს. დღეს „ოც­ნე­ბა“ რომ ქარ­თუ­ლი არაა მივ­ხვდი, მაგ­რამ ეს „ოც­ნე­ბა“ „ნა­ცუ­რი“ გახ­და.