პრეზიდენტი გიზო ჟორდანიას ოჯახს უსამძიმრებს

რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს პრეზიდენტი. სამძიმრის წერილი გიორგი მარგველაშვილმა საკუთარ facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ რეჟისორ გიზო ჟორდანიას გარდაცვალების გამო. ბატონი გიზოს მიერ გამორჩეული ხელწერით შექმნილი სპექტაკლები არაერთი თაობის მაყურებელმა შეიყვარა და გაითავისა. ფასდაუდებელია პედაგოგიური ღვაწლი, რომელიც მან ქართული თეატრისა და კინოს ახალი თაობების აღზრდისთვის გასწია. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული თეატრის ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში ბატონი გიზოს ოჯახთან და ახლობლებთან ერთად ვწუხვარ ამ დიდ დანაკლისს და თანადგომას ვუცხადებ მათ,” – ნათქვამია პრეზიდენტის წერილში.

maxresdefault

კომენტარის დატოვება