ნიკა მელია ირაკლი კობახიძეზე – პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ, გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ

„ირაკლი კობახიძე არ იმსახურებს იმას, რომ მას მიეცეს შესაძლებლობა ტყუილის ტირაჟირება მოახდინოს, როგორც არის მიჩვეული. როგორც აქედან დატოვა ეს სივრცე, ზუსტად ასე დატოვებენ 2 ოქტომბერს ეს რეჟიმის მსახურები”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან ევროკავშირის ოფისთან დაპირისპირების შემდეგ განაცხადა.

,,პოლიტიკოსადაც ვერ ვთვლი ამ ადამიანს, ის არის სამსახურში ერთი მდიდარი ადამიანის. მთელი საქართველო და საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსში არის, რომ არ დატოვეს არცერთი ადამიანი, ვისაც არ უსმენენ უკანონოდ, არ უთვალთვალებენ და არ აშანტაჟებენ. იმის ნაცვლად, რომ თავი დახარონ ეს ადამიანები გამოდიან და ყველაფერს ფაბრიკაციას უწოდებენ, შავზე თეთრს ამბობენ თითქოს ქვეყანა დასავლური სივრციდან არ გადის, როდესაც არ დაიტოვეს არცერთი პარტნიორი“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.