ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს და კობახიძისგან გინება – კობახიძის შეშინებული სახე გამოხატავს ,,ქართული ოცნების” რეალურ მდგომარებას – გიგი უგულავა

ვირისგან წიხლი არ უნდა გეწყინოს და კობახიძისგან გინება – კობახიძის შეშინებული სახე გამოხატავს ,,ქართული ოცნების” რეალურ მდგომარებას – ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის მერობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ,,ტვ პირველის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ,,ქართული ოცნების” ხელისუფლებაში ყოფნა ძალიან სახიფათოა.

,,ძალადობის ინიციატორი არის ,,ქართული ოცნება”. 70 წლის კაცს ყბა მოტეხეს, ადამიანი ახანჯლეს – ერთიანი დავალებაა ყველგან მიცემული. გადით ფოთში და ნახავთ, რომ ერთ ღამეში დაიარეს და პლაკატებს თვალებს თხრიან. ეს არის ჩვეულებრივი ველურობა. კობახიძის შეშინებული სახე გამოხატავს ,,ქართული ოცნების” რეალურ მდგომარებას. მათი მდგომარეობა მართლაც არის მძიმე. მე მინდა მათ ვუთხრა, რომ ნუ დაამძიმებენ კიდევ უფრო მდგომარეობას და ნუ დაარღვევენ კანონს.

ვისაც ოდნავი პოლიტიკური ალღო და გამოცდილება აქვს ყველა მიხვდება, რომ სახეზეა ხელისუფლების ბოლო ჟამი. ჩვენი ამოცანაა, რომ მივიდეთ 2 ოქტომრბის არჩევნებამდე და ჩამოვაშოროთ ეს შლეგი ხალხი ძალაუფლებას. ძალიან სახიფათოა, როდესაც ხელისუფლება მხოლოდ და მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იბრძვის და აღარ ზრუნავს არაფერზე” –  განაცხადა უგულავამ.