თეა წულუკიანი სააკაშვილზე: ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის – დედას ბუშტი გვიბრუნდება

სასაცილოა, რომ ამხელა კაცი დედასთან ერთად ჩამოდის, დედას ბუშტი გვიბრუნდება, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

„იმედი მაქვს, არავის ეწყინება რომ ჩემი რეაქცია არის საკმაოდ დამცინავი, რადგან ამ ყველაფერს სერიოზულად ვერ აღიქვამ. ვერც პიროვნებას, რომელიც აცხადებს რომ არის თანამედროვე სახელმწიფოს დამფუძნებელი, ეს ყველაზე დიდი ანეგდოტია, რაც მოგვისმენია და ასევე სასაცილოა რომ ამხელა კაცი ჩამოდის მგონი დედასთან ერთად, დედას ბუშტი გვიბრუნდება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა: ავიღე ბილეთი 2 ოქტომბრის საღამოსთვის, რათა თქვენთან ერთად ვიყო თბილისში და დავიცვა თქვენი ნება, თქვენი ნების გამოხატულება და თქვენთან ერთად მივიღო მონაწილეობა საქართველოს გადარჩენაში.