IDFI-ს კვლევის შედეგად საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების რეიტინგში კვლავ პირველ ადგილზეა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ყოველწლიური კვლევის შედეგად, საქართველოს პარლამენტი საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით, ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებში კვლავ პირველ ადგილს იკავებს 100%-ანი მაჩვენებლით.

IDFI-ის მიერ მონიტორინგის ობიექტი 123 საჯარო დაწესებულების ვებგვერდი გახდა.

გამოქვეყნებულ ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით.

საქართველოს პარლამენტის 100%-იანი შედეგი მიღებულია საქართველოს პარლამენტისათვის დამტკიცებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ნუსხის მიხედვით, სადაც სავალდებულო გამოსაქვეყნებლად განსაზღვრულია პარლამენტის ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია.

„საქართველოს პარლამენტის 100%-იანი შედეგი, მიღებულია საქართველოს პარლამენტისათვის დამტკიცებული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ნუსხის მიხედვით, სადაც სავალდებულო გამოსაქვეყნებლად განსაზღვრულია პარლამენტის ფუნქციურ საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია“,-აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს პარლამენტი უკვე ორი წელია პირველ ადგილს იკავებს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით 100%-ანი მაჩვენებლით.