„ფორმულას” დირექტორი: „ედისონ რისერჩის” კვლევები გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა “ფორმულასა” და მის დამფუძნებელზე

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის შეფასებით, სარჩელი, სავარაუდოდ, „ფორმულას” მიერ „ედისონ რისერჩის” კვლევის გამოქვეყნებასთან არის კავშირში და სამართლებრივი პროცესის მთავარი ადრესატი არა დავით კეზერაშვილი, არამედ მის მფლობელობაში მყოფი მედიაა. დავით კეზერაშვილი “ფორმულას” 51 %-იანი წლის მფლობელია.

„ორშაბათს „ფორმულას” ეთერში გავიდა „ედისონ რისერჩის” მიერ წარმოებული კვლევები, რომელშიც მაყურებელმა დაინახა ის, რომ ხელისუფლება, ფაქტობრივად, ვერ ახერხებს 43%-იანი ბარიერის გადალახვას და სწორედ ეს გახდა მთავარი განმაპირობებელი მიზეზი იმისა, რომ ასეთი დაჩქარებული ტემპით ხელისუფლებას მიეტანა ახალი შეტევა „ფორმულასა” და მის დამფუძნებელზე.

ჩვენ უკვე გვქონდა კომუნიკაცია „ედისონ რისერჩის” წარმომადგენლებთან და რა სცენარითაც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, სულ რომ დღეს, ან ხვალ ამ კომპანიაში დაინიშნოს დროებითი მმართველი, ან მოხდეს სხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც ხელს შეუშლის ეგზიტპოლების გამოქვეყნებას, ეს ეგზიტპოლები მაინც გავა რომელიმე ქართული არხის ეთერში,” – განაცხადა გუმბარიძემ.