მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია – იმედი მაქვს ,,ქართული ოცნება” მას ამნისტირებას არ გაუკეთებს – გიორგი გახარია 

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია – იმედი მაქვს ,,ქართული ოცნება” მას ამნისტირებას არ გაუკეთებს – ამის შესახებ პარტია ,,საქართველოსთის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის დაბრუნება ლოგიკურადაა შეთანხმებული ,,ქართულ ოცნებასთან” .

,,მე ყოველთვის ვამბობდი, რომ სააკაშვილის ადგილი ციხეშია. ის არის გასამართლებული სასამართლოს მიერი და მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის ციხეში. ასევე, ყოველთვის ვამბობდი ხაზგასმით, რომ თუ ოდესმე სააკაშვილი გაბედავდა საქართველოში დაბრუნებას, ეს ლოგიკურად შეთანხმებული იქნებოდა ,,ქართულ ოცნებასთან” და ,,ოცნება” შემოიყვანდა და დააბრუნებდა მას საქართველოში. მე ახლა უბრალოდ იმედი მაქვს, რომ არ გამართლდება ჩემი პროგნოზი და ,,ოცნება” მას ამნისტრირებას გაუკეთებს, ისევე როგორც ნიკა მელიას. როდესაც ,,ქართული ოცნება” და ,,ნაციონალური მოძრაობა” ასეთ მასკარადს გვიწყობს არჩევნებამდე რამდენიმე საათით ადრე, ბრძენი ქართველი კაცი ამას შესაბამის შეფასებას მისცემ არჩევნებზე. აირჩევს მომავალს, წინსვლას და არა წარსულში დაბრუნებას” – განაცხადა გახარიამ.