BBC მიხეილ სააკაშვილზე – საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ წამყვანი ოპოზიციური ფიგურაა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში დაბრუნებისას დააკავეს. ქართული ტელევიზიები ავრცელებენ კადრებს, სადაც ჩან თუ როგორ მიჰყავთ ის საპატიმროში ხელბორკილებით, – წერს BBC საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე.

„რვა წლის განმავლობაში საზღვარგარეთ ყოფნის მიუხედავად, ყოფილი პრეზიდენტი კვლავ საზოგადოების ფართო განხილვის საგანია, როგორც წამყვანი ოპოზიციური ფიგურა და მხარდამჭერებს დედაქალაქ თბილისში აქციის გამართვისკენ მოუწოდა“, – წერს BBC.

გამოცემა წერს, რომ ყოფილ პრეზიდენტს ძალაუფლების გადამეტებისა და კორუფციის ბრალდებით 6-წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1-ელ ოქტომბერს დააკავეს.