ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრთა კაბინეტის  ძველ შემადგენლობას და ახალი კანდიდატები დაასახელა.

ფინანსთა მინისტრი – დიმიტრი ქუმსიშვილი, ის ამას თან შეინარჩუნებს ვიცე-პრემიერის თანამდებობასაც.

ენერგეტიკის მინისტრად კახი კალაძე დაბრუნდა. კალაძე ასევე გააგრძელებს ვიცე-პრემიერის პოსტზე მოღვაწეობას.

ეკონომიკის მინისტრად -გიორგი გახარია.

ინფრასტრუქტურის და რეგიონალური განვითარების სამინისტროს ზურაბ ალავიძე უხელმძღვანელებს. მან ნოდარ ჯავახიშვილი შეცვალა.

სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე იქნება.

კიდევ ერთი ცვლილება არის ის, რომ დიასპორის სამინისტრო შეერწყა საგარეო საქმეთა სამინისტროს.

სხვა მხრივ ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა უცვლელი დარჩა.

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს სავარაუდოდ 26 ნოემბერს უყრის.

 

 

კომენტარის დატოვება