მოვედი იმიტომ, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და გუნდის დანარჩენ წევრებს ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც იწყება შედეგების დათვლა – თენგიზ ცერცვაძე

ერთ-ერთი პირველი, ვინც ოფისში კახა კალაძის მხარდასაჭერას მივიდა ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი, თენგიზ ცერცვაძეა.

,,მოვედი იმიტომ, რომ გვერდში დავუდგე კახა კალაძეს და გუნდის დანარჩენ წევრებს აი, ამ კრიტიკულ მომენტში, როდესაც იწყება შედეგების დათვლა.

მიმაჩნია, რომ რეალური შედეგები ,,გორბზე” იქნება ნაკლები. ყოველთვის რეალურ შედეგებთან უფრო ახლოს იყო ,,ედისონ რისერჩი”, ამიტომ „იფსოს” არ ვენდობი ” – განაცხადა ცერცვაძემ ჟურნალისტებთან.