თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მწარე მარცხი იწვნია და შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და საკვანძო რაიონებშიც ასეთი ვითარებაა – გიგა ბოკერია 

ნათელია, რომ თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მწარე მარცხი იწვნია და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და მსგავს საკვანძო რაიონებში, არის ასეთი ვითარება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ ბრიფინგზე განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც გამოიყენა თავისი სამოქალაქო უფლება – მოიხადა თავისი სამოქალაქო ვალი და გამოიყენა თავისი ხმა. ამ მონაცემებით, რაც ვიცით, ნათელია, რომ თბილისში „ქართულმა ოცნებამ“ მწარე მარცხი იწვნია და ასევე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ დიდ ქალაქებსა და მსგავს საკვანძო რაიონებში, არის ასეთი ვითარება. რა შედეგიც არის, ყველა იმ ხმის დასაფასებლად, ვინც ეს სამოქალაქო ვალი მოიხადა, ამ ღამის განმავლობაში ჩვენი აუცილებელი მიზანია დაცვა ყველა ამ ხმის. ჩვენ გველის, დიდი ალბათობით, ბევრი მეორე ტური, 100%-იანი ალბათობით თბილისშიც – რა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ,“ რა მანიპულირებით უნდა გადახედოს ამ ყველაფერს. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ ფოკუსირებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხმების დაცვაზე და შემდეგ მეორე ტურებში გამარჯვებაზე, ყველგან, სადაც ეს მეორე ტური მოიპოვეს ჩვენმა მოქალაქეებმა, ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის საშიშ ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.