მიხეილ სარჯველაძე – მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩანაფიქრები, რომელიც არც თუ ისე კეთილსინდისიერია და თავსებადი არ არის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან, ეს არის დესტაბილიზაციის განზრახვები

მიხეილ სააკაშვილს აქვს ჩანაფიქრები, რომელიც არც თუ ისე კეთილსინდისიერია და თავსებადი არ არის ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებთან, ეს არის დესტაბილიზაციის განზრახვები, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, სააკაშვილის მიმართ თუ არის რაიმე საბრალდებო მასალები, რა თქმა უნდა, საამისოდ ნაბიჯები უნდა გადაიდგას.

„ნუ ეძებთ შეთქმულების თეორიებს. მე რატომ უნდა აღვიქვი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მუქარად? ვისაც შეიძლება ეშინოდეს, იმას უნდა ეშინოდეს, საშიშრად ნამდვილად აქვთ საქმე. ყველას გვიცხოვრია იმ ეპოქაში, როცა სააკაშვილი იყო ხელისუფალი, ყველა ფეხის ნაბიჯზე დანაშაულის ჩადენის ფაქტებს ვუყურებდით. მათ შეიძლება ეშინოდეთ, რომ გამოუაშკარავდეთ ბევრი დანაშაული, გაცილებით მეტზე იყო საუბარი, როცა ხელისუფლებაში იმყოფებოდნენ“, – განაცხადა სარჯველაძემ.