საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება – სენატორი ჯიმ რიში

“საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება” – ეს უმწვავესი გზავნილი აშშ-ს სენატორს, სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის წევრს ჯიმ რიშს ეკუთვნის.

რიში ამომრჩევლის მოსყიდვის, შანტაჟის, ძალადობის და დაშინების ფაქტებზე შეშფოთებას გამოთქვამს და ხელისუფლებას ურჩევს ეუთო-ს რეკომენდაციების გაზიარებას ურჩევს:

,,საქართველოს ეს არჩევნები იყო დაუჯერებელი იმედგაცრუება და დრამატული დაშორება 2012 წლის არჩევნებისგან, რომელსაც მე ვაკვირდებოდი. საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს ყურადღებით დაკვირვებას არჩევნების მეორე ტურების ჩატარება. შეშფოთებული ვარ დაშინების და მოსყიდვის საყოველთაო ცნობებით. არჩევნების მეორე ტურების ორგანიზებისას საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ის პრობლემები, რომლებიც ეუთო-მ გამოკვეთა, განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდის დროს არსებული ძალადობა და არათანაბარი პირობები პარტიებისთვის, რომლებიც მმართველი პარტიისთვის გამოწვევას ქმნიან. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია” – აღნიშნავს ჯიმ რიში.