გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონი მოკლეს

გერმანიაში მსოფლიო ჩემპიონი კიკბოქსინგში მუსა მუსალაევი მოკლეს. უცნობმა რამდენჯერმე ესროლა 37 წლის სპორტსმენს და მიიმალა.

შექმნილის საგამოძიებპ ჯგუფი, რომელშიც 25 ოპერ-მუშაკი შედის. მუსალაევი რუსეთის მოქალაქე იყო, გერმენიაში კი 2013 წლიდან მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობდა.

ადგილობრივი მედია მის მკვლელობას სწორედ რუსეთის მოქალაქეობას და სპორტსმენის წარმომავლობას უკავშირებს, რასაც არ ადასტურებენ საგამოძიებო ორგანოები და ყველას ამ საკითხზე საუბრისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

კომენტარის დატოვება