ალეკო ელისაშვილი საარჩევნო რეფორმაზე: ერთი ნაბიჯით წავედით წინ, ამას აღიარება უნდა, განსაკუთრებით – ოპოზიციის მხრიდან

„მე, ლევან იოსელიანი, ჩვენი პარტია და ყველა, ვინც იყო ჩართული საარჩევნო რეფორმაში, პირნათლები ვართ ამ ქვეყნის მომავალთან. არც ცესკოსთან არის მიტინგი, არც გადადექის ყვირის არავინ, არც გაყალბდას და არც ოქმების ფრიალი მიდის. ჩვენი 30-წლიანი სამარცხვინო ტრადიცია დავასრულეთ, ერთი ნაბიჯით წავედით წინ. ამას აღიარება უნდა. რომ ზეიმობენ ოპოზიციაში, განსაკუთრებით იმ ხალხის მხრიდან. ჩვენ ნუ გვეტყვიან მადლობას. ჩვენ მადლობისთვის არ გაგვიკეთებია ეს“,-ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო მიმართულებით არსებული ხარვეზების ბოლომდე აღმოსაფხვრელად და გასასწორებლად, სისტემური რეფორმების ჩატარებაა საჭირო.

„რა თქმა უნდა, სისაძაგლეები რჩება, მოსყიდვა, დაშინება, ზეწოლა და ესეც თავისით არ მოგვარდება. აქაც მუშაობა და სისტემური რეფორმაა საჭირო. ჩვენ ასევე გვლანძღავდნენ, როდესაც ვამბობდით, რომ ეს არჩევნები არ მიგვაჩნდა რეფერენდუმად. ეს არის თვითმმართველობის არჩევნები და ეს ნიშნავს კონკრეტული ადამიანების პრობლემების მოგვარებას არჩევნებს. ვამბობდით, მოდით, ხალხის პრობლემებზე ვილაპარაკოთ თბილისშიც და სხვაგანაც. ზუსტად იგივე თქვა ეუთო/ოდირის დელეგაციამ და შეერთებული შტატების საელჩომ“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.