სალომე სამადაშვილი: პარლამენტის წევრის კონსტიტუციური უფლებაა, მოითხოვოს მისთვის უფლებამოსილების მოხსნა

ფრაქცია „ლელოს“ წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, პარლამენტის წევრის კონსტიტუციური უფლებაა, მოითხოვოს მისთვის უფლებამოსილების მოხსნა.

„ჩემი პოზიცია იყო, რომ არჩევნების შემდეგ, როდესაც დეპუტატებმა მივმართეთ პარლამენტს უფლებამოსილების შეწყვეტაზე და ეს არ დაკმაყოფილდა, მაშინ ეს იყო ჩვენი კონსტიტუციური უფლების დარღვევა. შესაბამისად, როდესაც არის მკვეთრად გამოხატული ნება დეპუტატის მხრიდან, არ გააგრძელოს საქმიანობა პარლამენტში, მისი უფლებაა, რომ შეწყდეს მისი მანდატი“, – აცხადებს სალომე სამადაშვილი.

პარლამენტმა დააკმაყოფილა ნიკა მელიას განცხადება და, მისივე მოთხოვნის საფუძველზე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტა.