სააკაშვილის საქმე საერთაშორისო მოსამართლეებმა უნდა განიხილონ – ანა დოლიძე

ანა დოლიძე ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის გასამართლების სქემას სთავაზობს – პარტიის, ,,ხალხისთვის”, ლიდერი ფიქრობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქმეზე ქვეყნაში მოწვეული უნდა იქნეს საერთაშორისო კვალიფიკაციის იურისტები და ეს საქმეები სწორედ ორ პალატიანმა მოსამართლეთა ჯგუფმა უნდა განიხილოს.

ანა დოლიძის განცხადებით აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილის საქმე განხილული იყოს საერთაშორისო პროცედურების დაცვით.

,,ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული მოდელი ჰიბრიდული სასამართლოსი, რომელიც იყო ბოსნია ჰერცოგოვინაში. ჩვენი სასამართლოს ფარგლებში უნდა შევქმნათ სპეციალური პალატა საერთაშორისო მოსამართლეებით, რომლებიც განიხილავენ სააკაშვილის საქმეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, მოხდეს სამართლიანობის აღდგენა, დადგინდეს სიმართლე, რაც სურს ხალხის უმეტესობას. მეორის მხრივ, დაცული იქნას მისი, როგორც მსჯავრდებულის, უფლებები” – განაცხადა ანა დოლიძემ.