ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებენ

ბათუმში, სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

როგორც კლინიკა „ევექსში” აცხადებენ ქალის მდგომარეობას ექიმები აფასებენ, როგორც ძალიან მძიმეს.

მაშველებმა ნანგრევებიდან ქალი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა.

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.