ვინც ამბობს “თავისუფლება მიშას”, დაფიქრდეს, თავისთავად ევროპარლამენტარებიც – შალვა პაპუაშვილი

“ქართული ოცნების” დეპუტატი შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ის ადამიანები, ვინც საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლებას ითხოვენ, “მიხეილ სააკაშვილის დანაშაულების მსხვერპლებს დასცინიან”.

“ყველას მოვუწოდებ, ვინც დღეს ამბობს, “თავისუფლება მიშას”, დაფიქრდნენ, რას საუბრობენ”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.

კითხვას – უნდა დაფიქრდნენ თუ არა ამაზე ევროპარლამენტარებიც, “ოცნების” დეპუტატმა ასე უპასუხა: “თავისთავად, რა თქმა უნდა, ვფიქრობ, სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ, ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი”.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე მეთორმეტე დღეა ციხეში შიმშილობს.