სრული აბსურდია მიხეილ სააკაშვილს ვინმემ უწოდოს პოლიტიკური პატიმარი – კახა კუჭავა

სრული აბსურდია მიხეილ სააკაშვილს ვინმემ უწოდოს პოლიტიკური პატიმარი – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ევროპარლამენტარებს, რომლებიც სააკაშვილს პოლიტპატიმრად მიიჩნევენ, არ აქვთ სათანადო ინფორმაცია.

,,ადამიანი, როდესაც გადმოკვეთს საზღვარს უკანონოდ, ეს არის კანონის დარღვევა. პირდაპირი მითითებაა, რომ ის კანონიერად ზის ციხეში. ამის უგულებელყოფა ევროპარლამენტარების მხრიდან, პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მათ შეიძლება ჰქონდეთ არასწორი ინფორმაცია. მე აღარ გავამახვილებ დეტალებზე ყურადღებასს. კითხეთ, კუბილიუსს მათ შორის, თუ ადამიანი ქვეყნის საზღვარს გადაკვეტს უკანონოდ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს კრიმინალად. სრული აბსურდია სააკაშვილს ვინმემ უწოდოს პოლიტიკური პატიმარი “- განაცხადა კუჭავამ.