საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4411 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 29 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 700 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 53 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 33 678 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 022 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 411 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 680 182-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 ოქტომბრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 8.21%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 8.83% ხოლო 7 დღის მანძილზე – 9.05%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2 896 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 622 181.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 29 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9 617 პირი ემსხვერპლა.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან – მ/წ 20 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 25 261 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 36 225 ადამიანი.