ქვეყანას დავაწყნარებთ და შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას – ღარიბაშვილი

პრემიერმინიტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხობში ამომრჩევლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ქვეყნის დამშვიდების შემდეგ დაიწყებენ მოსახლეობაზე ზრუნვას.

,,მომდევნო თვეების განმავლობაში ჩვენ გვაქვს სერიოზული გეგმები რეგიონების განვითარების მიმართულებით და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. ჩვენ ქვეყანას დავამშვიდებთ, დავაწყნარებთ და ამის შემდეგ დავიწყებთ მოსახლეობაზე ზრუნვას, რეალური მათი პრობლემების გადაჭრას” – განაცხადა პრემიერმა.