კახა კალაძე სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციაზე: სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი

სახალხო დამცველი თუ უარყოფს, მიღებულია, ძმაო, სახალხო დამცველმა თუ უარყო, კაი, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ნინო ლომჯარიას მიერ გაკეთებულ განცხადებას სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით.

კალაძემ ასევე განაცხადა, რომ პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა, სადაც საჭიროების შემთხვევაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს გადაიყვანენ.

„თუ იქნება საჭიროება, რა თქმა უნდა, პენიტენციურ სისტემას აქვს თავისი კლინიკა და მიხეილ სააკაშვილი გადაყვანილი იქნება და მიეხედება ისე, როგორც ყველას”, – განაცხადა კალაძემ.

სახალხო დამცველმა გუშინ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ N18 დაწესებულებაში არსებული ვითარება, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით, სრულფასოვნად არ შეესაბამება ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფის მიერ გაცემულ დასკვნასა და რეკომენდაციებს.