სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 26 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

„თელასის“ ინფორმაციით, გლდანის რაიონში, ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იპოლიტოვ-ივანოვის, შეშელიძის, ხევძმარის, ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის, ქერჩის და სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონში, გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მასივის ზემო პლატო II მიკრორაიონის მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.