„თუ გვექნება ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი” – რას გვირჩევენ და პროგნოზირებენ ექიმები ნოემბრის თვეში

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ინფექციონისტის, ალექსანდრე გოგინავას განცხადებით, არსებული ეპიდსიტუაციის ფონზე ბოლო 10 დღის მონაცემები  საკმაოდ საგანგაშოა.

როგორც იგი ამბობს, შემოდგომით  სხვა რესპირატორული ინფექციებიც  აქტიურდება  და  საჭიროა დაცული იქნეს რეკომენდაციები.

„ეპიდვითარებას რაც შეეხება, საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით ბოლო 10 დღის მონაცემები. ეს შემოდგომა, როდესაც აქტიურდება სხვა რესპირატორული ინფექციები და მნიშვნელოვანია ჩვენი მხრიდან, რომ დაცული იქნეს რეკომენდაციები როგორიც არის პირბადის გამოყენება, ასევე ფიზიკური დისტანცირება და თუ გვექნება რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები როგორიც არის ხველა, ცხელება, ყელის ტკივილი, თავი ავარიდოთ თავშეყრის ადგილებში ყოფნას,” – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.