აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა – მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი ომბუდსმენი ხვდება

რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილს უკრაინელი სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა ხვდება. მისი თქმით, დაინტერესებულია როგორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და მისი რომელი უფლებები ირღვევა.

ომბუდსმენმა კომენტარი უკრანელი ადვოკატის საქართველოში არ შემოშვებაზეც გააკეთა.

“დღეს უკრაინის მოქალაქის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება მოგვეცა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება მინდა, რადგან უკვე 27-ე დღეა შიმშილობს. მაინტერესებს შესაძლებელია თუ არა მისი ადგილობრივ საავადმყოფოში მკურნალობა. მსურს მის პირად ექიმს დაველაპარაკო.

მედიკოსები ანალიზებს ყოველდღიურად აკეთებენ და ამ ანალიზების შედეგები ჩემთვის ძალიან საინტერესოა. აუცილებელია მისი სოცოცხლის მხარდაჭერა და იმის გარკვევა, თუ მისი რომელი უფლება ირღვევა.

ჩემთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი, უკრაინელი ადვოკატი ჩამოფრინა, რომელიც საზღვარზე არ შემოუშვეს, ის უკან გააბრუნეს, ამ საკითხზე შესაბამის ორგანოებს აუცილებლად მივმართავთ, პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს უნდა შევხვდე და გავიგო, პირადად მას რა სურს. ამის შემდეგ მივიღებ გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ”, – თქვა სახალხო დამცველმა.