მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყოვნებლივ გადაიყვანოს – EPP

,,ევროპის სახალხო პარტია” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში დაუყონებლივ გადაიყვანოს.

EPP სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე შეშფოთებას გამოთქვამს.

ევროპული პარტიის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ნებისმიერი გაუარესებაზე პასუხისმგებელი “ქართული ოცნების” ხელისუფლება იქნება.

,,შეშფოთებული ვართ გავრცელებული ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. მოვუწოდებთ, საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ გადაიყვანოს ყოფილი პრეზიდენტი შესაბამის სამოქალაქო საავადმყოფოში; ხელისუფლებაა პასუხისმგებელი მისი ჯანმრთელობის ნებისმიერ გამწვავებაზე”- წერია განცხადებაში.