გლდანის ციხეში არ გადავა, ძალითაც რომ წაიყვანონ – უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილზე

„სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება, მაგრამ №18 საპატიმროში ის არ გადავა, ძალითაც რომ წაიყვანონ“, – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილთან რუსთავის ციხეში შეხვედრის შემდეგ უკრაინის სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა.

„სააკაშვილი დღითი დღე სუსტდება. მას დაუფიქსირდა 4 კრიზისი, აქედან 2 ჰიპერტონიული და 2 იყო დაკავშირებული სისხლთან. კოლონიის ეზოში მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა. ისინი აღჭურვილები არიან, რომ აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ სისხლის გადასხმა გააკეთონ და ასევე, შეუძლიათ გულის მასაჟის გაკეთება. დღეს შიმშილობის 27-ე დღეა და თუ რაიმე ორგანოს ფუნქციის აღდგენა იქნება აუცილებელი, ამის გაკეთებას ეს ექიმები ვერ შეძლებენ, ასევე, ისინი ვერ შეძლებენ დროულად სააკაშვილის საავადმყოფომდე მიყვანას. ის ამბობს, რომ არ გადავა ციხის საავადმყოფოში, რომელიც №18 კოლონიაში მდებარეობს. მიხეილს მიაჩნია, რომ იქ მისი სიცოცხლისთვის უსაფრთხო პირობები არ არის, რადგანაც არ არის უსაფრთხო იმ პატიმრებთან ერთად ყოფნა, რომლებიც იმ კოლონიაში იხდიან სასჯელს. საქართველოს ომბუდსმენმა განაცხადა, რომ №18 კოლონიაში არ არის აუცილებელი ინფრასტრუქტურა, რომელიც საჭიროა ასეთ პირობებში, შიმშილობის პირობებში მყოფი მიხეილ სააკაშვილისთვის დახმარების აღმოსაჩენად. ამიტომ ის იქ არ წავა, ძალითაც რომ წაიყვანონ” – განაცხადა დენისოვამ.