ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე: ციხე არაა კურორტი – სურს შიმშილობა, ეს მისი გადასაწყვეტია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც პატიმარი შიმშილობს, ამაზე პასუხისმგებელია თვითონ მოშიმშილე.

მისივე თქმით, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს ერთადერთი პასუხისმგებლობაა – იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

„ბუნებრივია, რომ ციხე არაა კურორტი – სურს შიმშილობა, ეს მისი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სახელმწიფოს, მას აქვს ერთი პასუხისმგებლობა – იმოქმედოს ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად. არავის პრივილეგია არაა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა. რა სტანდარტითაც იმოქმედებს სახელმწიფო სხვა მოშიმშილე პატიმრების მიმართ, იგივე სტანდარტი იქნება გამოყენებული უმძიმეს დანაშაულებზე მსჯავრდებული სააკაშვილის მიმართ“, – განაცხადა კობახიძემ.