ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე – ალიანსის პოზიციაა, რომ რუსეთის ქმედებები თავისი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია

ნატო-ს პოზიციაა, რომ რუსეთის ქმედებები თავისი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია, – ამის შესახებ თავდაცვის პოლიტიკის საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ პატრიკ ტერნერმა ტალინში „ბუქარესტის ცხრიანის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრისას განაცხადა.

შესაბამის ინფორმაციას ესტონეთის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

როგორც პატრიკ ტერნერმა აღნიშნა, უცვლელია ნატო-ს პოზიცია იმასთან დაკავშიებით, რომ რუსეთის ქმედებები მისი მეზობლების, უკრაინისა და საქართველოს მიმართ ზედმეტად აგრესიულია, თუმცა ნატო-ს პოზიცია არ არის მიმართული რუსეთის პროვოცირებისკენ, არამედ ეს არის რეალობის ადეკვატური აღწერა.

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ურთიერთობები რუსეთთან ბოლო კრიზისამდე დიდი ხნით ადრე გაუარესდა და მოსკოვსა და ნატო-ს პირდაპირი დიალოგი უკვე 18 თვეა, არ აქვთ.

„ნატო-ში რუსეთის მისიის დახურვა და მოსკოვში ნატო-ს ოფისების დaხურვა არ ნიშნავს, რომ დიალოგი ახლა დასრულდა. ჩვენ ვწუხვართ ამაზე, თუმცა კვლავ ღია ვართ დიალოგისთვის“, – აღნიშნა ტერნერმა.