გიორგი ვაშაძე – ცვლილებებისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა

30 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ცვლილებებისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე.

მისივე თქმით, არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს.

„ხვალ, 30 ოქტომბერს არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ჩვენ საზოგადოებას დავპირდით ცვლილებებს და ამ ცვლილებებისთვის აუცილებელია არჩევნებზე მისვლა და ოპოზიციური კანდიდატების მხარდაჭერა, მიუხედავად მათი საარჩევნო ნომრისა.

ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ვერ ვახერხებ კამპანიაში აქტიურად ჩართვას მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ „სტრატეგია აღმაშენებლის” გუნდი აქტიური არ არის საარჩევნო პროცესში ყველა იმ ქალაქში, სადაც მეორე ტური იმართება.

არჩევნების პირველმა ტურმა აჩვენა, რომ საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს და დარწმუნებული ვარ ხალხის ნებას, ხალხის სამართლიან მოთხოვნას წინ ვერაფერი აღუდგება.

ყველანი არჩევნებზე, საქართველო გაიმარჯვებს!” – აცხადებს გიორგი ვაშაძე.